ანდრეი ერმაკი - ჩინეთმა, ომის დასრულებასა და ახალი გლობალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში, უფრო შესამჩნევი როლი უნდა შეასრულოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსი თანაშემწის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ჩინეთმა უფრო შესამჩნევი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის ომის დასრულებაში, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი, Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,აქამდე ჩვენ ვნახეთ, ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვწამს, რომ ჩინეთმა, ამ ომის დასრულებასა და ახალი გლობალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში, უფრო შესამჩნევი როლი უნდა შეასრულოს. ჩვენ ასევე ველით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის უსაფრთხოების ამ ახალ სისტემაში და ასევე ველით, რომ ჩინეთი ამ უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში, ერთ-ერთი გარანტი იქნება. ჩვენ, ჩინეთს უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით და ველით, რომ იგი აქ პროაქტიურ როლს შეასრულებს", - განაცხადა ერმაკმა, ლონდონში, Chatham House ანალიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს