რუსული მედია იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს, ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი საფრანგეთის მხარის ინიციატივით გაიმართა, რის შესახებაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტი" იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერფაქსის" ცნობით, კი ორმა ლიდერმა რუსეთსა და უკრაინას შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილეს.
როგორც BBC იუწყება, საფრანგეთის მთავრობისგან აღნიშნულის შესახებ დადასტურებული ცნობები არ ყოფილა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"