დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის ფედერაციას მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ „ქვეყანის არსებობას საფრთხე დაემუქრება“.

"ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. თუ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები,"- განაცხადა პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, თებერვალში პუტინმა გასცა ბრძანება რუსეთის ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. 14 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ბირთვული კონფლიქტის ოდესღაც "წარმოუდგენელი" პერსპექტივა კვლავ რეალობა გახდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა