სვეტლანა ტიხანოვსკაია - თავისუფალი უკრაინის გარეშე არ იქნება თავისუფალი ბელარუსი -ჩვენი მთავარი ამოცანაა, უკრაინას გამარჯვებაში დავეხმაროთ

თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ნიშნავს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო, როგორც გამარჯვებულის მოკავშირე, თავს უფრო ძლიერად იგრძნობს და ყველა ჩვენი პოლიტპატიმარი ციხეში მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში დარჩება, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ DW-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი უკრაინის გარეშე არ იქნება თავისუფალი ბელარუსი.

„თავისუფალი უკრაინის გარეშე არ იქნება თავისუფალი ბელარუსი -ჩვენი მთავარი ამოცანაა, უკრაინას გამარჯვებაში დავეხმაროთ,“- აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

მისი თქმით, ლუკაშენკო ნებას რთავს რუსულ ჯარებს უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრან, რაც პატარა ქვეყანას "თანააგრესორად" აქცევს.

ამასთან, ტიხანოვსკაიამ ხაზი გაუსვა, რომ ბელარუს ხალხში ომის საწინააღმდეგო განწყობა სუფევს.

„როგორც ვიცით, ბელარუსის არმია, ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად, უარს აცხადებს უკრაინაში წასვლაზე,”- აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა