ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში ჰუმანიტარულ მისიას, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, უახლოეს დღეებში ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში ჰუმანიტარულ მისიას საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის ხელმძღვანელობით უახლოეს დღეებში ელოდება.

„მადლობელი ვარ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც პირველი იყო ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის, რომელმაც გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ჩვენი ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობისთვის მარიუპოლში. მადლობელი ვარ, როცა მაღალი დონის ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენელი თანახმაა, პირადად შეუერთდეს ჰუმანიტარულ მისიას. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ამ გეგმის განხორციელებას უახლოეს დღეებში ველოდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ დროისთვის მარიუპოლში დაახლოებით 100 000 ადამიანი არაადამიანურ პირობებში იმყოფება: „სრულ ბლოკადაში, საკვების, წყლის, მედიკამენტების გარეშე, მუდმივი ცეცხლოს, მუდმივი დაბომბვის ქვეშ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა