ირაკლი ლექვინაძემ OECD-GVH RCC-მიერ ორგანიზებულ კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრედერიკ ჯენიმ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) დირექტორის მოადგილე ფინანსურ და საწარმოთა საკითხებში, ანტონიო გომესმა და კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, რენატო ფერანდიმ.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მონაწილეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს- რეგიონული თანამშრომლობა: ტენდენციები და შესაძლებლობები; აღსრულება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში; მდგრადი განვითარება და კონკურენციის კანონმდებლობა და ა.შ.

შეხვედრას, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, ასევე ესწრებოდა - პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი, თამარ ჩაკვეტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა