აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი - ნატო-ში არ გამორიცხავენ კოლექტიური პასუხის გაცემის შესაძლებლობას თუ ალიანსის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდება

ნატო-ში არ გამორიცხავენ კოლექტიური პასუხის გაცემის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ ალიანსის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„მსგავსი პასუხი შეიძლება გაეცეს ყველაზე მრავალფეროვანი ფორმით. ჩვენ ნატო-ს დოკუმენტებში ნათლად განვაცხადეთ, რომ კიბერუსაფრთხოება ალიანსის საკითხია, ეს არის საკითხი, სადაც ნატო მზადაა ერთობლივად, ძალების გაერთიანებით გაზარდოს მდგრადობა, გააძლიეროს დაცვა და თუ აუცილებელი იქნება გამოიყენოს შესაბამის ინსტრუმენტები პასუხის გასაცემად“, - განაცხადა სალივანმა.

ამასთანავე, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთის ხელისუფლების შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სასანქციო წნეხს ახორციელებს.

„ჩვენი თვალთახედვით, რაც მოუვა რუსეთის პოლიტიკურ სისტემას, ეს რუსეთის შიგნით გადაწყდება. ის რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, არის ძალისხმევის მიმართვა სამი ძირითადი მიმართლებით. ამას ჩვენ ვაკეთებთ - ვეხმარებით უკრაინელებს თავდაცვის მიმართლებით, ვაძლიერებთ ნატო-ს და რუსეთს დამატებით ხარჯებს ვუწესებთ“, - განაცხადა სალივანმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება