მარტის პირველი 15 დღის განმავლობაში უკრაინაში სხვა ქვეყნებისგან 102 038 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

მარტის პირველი 15 დღის განმავლობაში უკრაინას სხვა ქვეყნებისგან 102 038 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ჰუმანიტარული ტვირთი ოპერატიულად ხარისხდება ლოჯისტიკურ ჰაბებში და იგზავნება რეგიონებში.

გარდა ამისა, ტიმოშენკომ ჰუმანიტარული დახმარების ინტერ-საიტის ჩაშვება დააანონსა, სადაც შესაძლებელი იქნება იმის გაგება, როგორ შეიძლება უკრაინის დახმარება ჰუმანიტარული ტვირთით.

„იმისთვის, რომ ეს პროცესი გავამარტივოთ, მოვამზადეთ მარტივი პლატფორმა - Help.gov.ua აქ შეიძლება იმის გაგება, როგორ შეიძინოთ, გაგზავნოთ, ვინ მიუთითოთ ჰუმანიტარული ტვირთის მიმღებში. გაიგოთ ის თუ კონკრეტულად რა სჭირდება ქვეყანას ახლა. ვმუშაობთ ყველა გამარჯვებისთვის!“- განაცხადა ტიმოშენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო