კახა კალაძე - კარგი იქნება, სააკაშვილს დაუსვათ შეკითხვა, როდის გაიარა საბრძოლო წვრთნები: ომამდე თუ ომის შემდეგ - ომის დროს მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ქვეყნისთვის დამაზიანებელია

მისივე განცხადებით, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ამ თემაზე საუბარი უხერხულია.

კალაძის თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„ძალიან უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა, ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. ამგვარი ქმედებები, ამგვარი განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია და ხელს უშლის ქვეყნის სიმშვიდეს, მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს. შესაბამისად, ეს განცხადებები არის ძალიან დამაზიანებელი და ახლა არ ჩავუღრმავდები, თუ რატომ და რის გამო,“ - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე, იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული საზოგადოება შეარცხვინა.

მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მას აქვს გავლილი სამხედრო წვრთნები, თუმცა არ ვიცი ეს 2008 წლის ომამდე გაიარა, თუ ომის შემდეგ. ალბათ, კარგი იქნება, რომ მას დაუსვათ შეკითხვა, როცა იქნება სასამართლო პროცესზე წარდგენილი, როდის გაიარა ეს საბრძოლო წვრთნები მან: ომამდე თუ ომის შემდეგ.

გვახსოვს 2008 წლის ომის დროს მისი სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც მართლაც შეარცხვინა ქართველი ერთი და შეარცხვინა ჩვენი ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას. მიატოვა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და გარბოდა. სად გარბოდა მგონი არავინ იცის,“ - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია