სერგეი ლავროვი - თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის

თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მის კოლეგებს დასავლეთში ნამდვილად ესმით მათ მიერ ინიცირებული საკითხის მნიშვნელობა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინაში უნდა გაიგზავნონ მშვიდობისმყოფელები, იმედი მაქვს ესმით, რაზე საუბრობენ. ეს იქნება სწორედ ის პირდაპირი შეტაკება რუს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც ყველას არა მხოლოდ სურს თავიდან აიცილოს, არამედ მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ არ უნდა მოხდეს,“- განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, პოლონეთი გეგმავს ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო