ფერმერთა ასოციაციასა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის მემორანდუმი გააფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელმომწერი ასოციაციები შეთანხმდნენ ერთობლივ თანამშრომლობაზე, რომელიც მიმართულია კიბერუსაფრთხოების მდგრადობის, ციფრული ტრანსფორმაციის პრინციპების დამკვიდრებისა და ინფორმაციული საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, კიბერუსაფრთხოება დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური გამოწვევაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ინდუსტრიასა და საქმიანობას ეხება.

„ფერმერთა ასოციაციაში დიდ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ მიმართულებას, გვაქვს ციფრული ჰაბი - GFA Digital, რომელიც სოფლიოს მეურნეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პლატფორმას აერთიანებს და ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ამდენად, კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია და პერსპექტიულად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ.

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია დარგის პროფესიონალებს, ადგილობრივ და საერთაშიროსი ექსპერტებს, წევრებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში კიბერკულტურის დამკვიდრებას, კიბერცნობიერების ამაღლებასა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„მოხარულები ვართ ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობის დაწყებით. მათი ციფრული პროექტები, შეიძლება ითქვას, უნიკალურია თავისი შინაარსითა და ტექნიკური გადაწყვეტებით. ციფრული ტრანსფორმაცია და კიბერუსაფრთხოება აგრარული სექტორისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ნებისმიერი სფეროსთვის და ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით აუცილებლად მივიღებთ პოზიტიურ შედეგებს“, - აღნიშნა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება