რუსი სატელევიზიო პროპაგანდისტები რუს მფრინავებზე უარესები არიან,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
ის თითოეული რუსი პროპაგანდისტისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
„რუსი სატელევიზიო პროპაგანდისტები რუს მფრინავებზე უარესები არიან. მფრინავები სულ მცირე ჩამოგდების რისკის ქვეშ არიან. „მოლაპარაკე თავებს“ კი უსაფრთხო გარემოში სძინავთ, შემდეგ პირდაპირ ეთერში შედიან და მოუწოდებენ ატომური თავდასხმისკენ, ან ნატოს წევრ ქვეყნებში შეჭრისკენ. სანქციები უნდა დაუწესდეს თითოეულ მათგანს. უნდა დაიბლოკოს ტოქსიკური რუსული პროპაგანდა“,- განაცხადა კულებამ.