ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პარლამენტს - თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ, ეს გააგრძელოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და მის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება სთხოვა. ამის შესახებ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისთვის გაკეთებული მიმართვისას ისაუბრა.

მან იაპონიას რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობისთვის და სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები გაერთიანდნენ მშვიდობის დასაცავად. მადლობელი ვარ თქვენი სახელმწიფოსი ამ ისტორიულ მომენტში დაფიქსირებული პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე წნეხის განხორციელება მშვიდობის აღსადგენად, ვინც მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ამის კეთება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები ახალი თავდასხმის განხორციელებას გეგმავენ ჩერნობილის ირგვლივ დაკავებული ტერიტორიიდან.

უკრაინაში ახლა მოქმედებს 15 ატომური ბლოკი და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა.

„მსოფლიო ბევრი ახალი კრიზისის ზღვარზეა. გარემოსა და საკვების მიმართულებით არსებული გამოწვევები უპრეცედენტოა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

იაპონიის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას ტაშით შეეგნებნენ, სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ კი პარლამენტარებმა ის ფეხზე ადგომით აპლოდისმენტებით დააჯილდოეს.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა