ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა და ურიცხვი რაოდენობის ავიაბომბი გამოიყენა, გაანადგურეს ათობით ჩვენი ქალაქი, ზოგიერთი მათგანი მიწასთან არის გასწორებული

რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა და ურიცხვი რაოდენობის ავიაბომბი გამოიყენა. მათ გაანადგურეს ათობით ჩვენი ქალაქი, ზოგიერთი მათგანი მიწასთან არის გასწორებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისთვის მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში ადამიანები გარდაცვლილების ღირსეულად დაკრძალვასაც ვერ ახერხებენ და მათ დაბომბილ ეზოებში, გზის პირას და ისეთ ადგილებში კრძალავენ, სადაც ეს შესაძლებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტის თავდასხმის შედეგად 1000 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთა შორის 121 ბავშვია, 9 მილიონი უკრაინელი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

ზელენსკის თქმით, ამ ფონზე საერთაშორისო ინსტრუმენტებმა არ იმუშავა.

„გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? მათ რეფორმირება, გულწრფელობის ინექცია ესაჭიროებათ, რათა გახდნენ ქმედუნარიანები, რათა რეალურად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და რეალური გავლენა ჰქონდეთ და მხოლოდ არ განიხილავდნენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მსოფლიო ბევრი სხვადასხვა კრიზისის ზღვარზეა.

„ახლა წყდება მთავარი - დარწმუნდება თუ არა ყველა აგრესორი, ცხადი ან პოტენციური, რომ მათ მიერ წამოწყებულ ომს მოჰყვება ისეთი ძლიერი სასჯელი, რომ არც კი უღირთ ამის წამოწყება, რომ მათ არ უღირთ მშვიდობის დარღვევა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ უკრაინას შესაძლო ქიმიური თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ, მათ შორის „ზარინის“ თაობაზე, რომელიც სირიაში იყო გამოყენებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა