ვიტალი კლიჩკო - კიევს დღეს ესაჭიროება სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა და სასწრაფო დახმარების მანქანები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საშუალებები

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მონაწილეობა მიიღო მიუნხენის საკრებულოს ონლაინ შეხვედრაში და მათ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„დღეს, გერმანელი პარტნიორების მიწვევით, ვისაუბრე მიუნხენის, კიევთან დაძმობილებული ქალაქის, საკრებულოს სხდომაზე. ჩვენს ქალაქებს დიდი ხანია აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობა. მიუნხენი მხარს უჭერს უკრაინის დედაქალაქს ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი. მადლობა გადავუხადე იმ ფაქტისთვის, რომ მარტის დასაწყისიდან მიუნხენმა კიევს უკვე 15 ვაგონი ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნა“, - განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერმა ასევე აღნიშნა, თუ რა პრობლემები აქვს კიევს და რა აღჭურვილობა ესაჭიროება.

„ასევე აღვნიშნე, რომ კიევს დღეს ესაჭიროება სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა და სასწრაფო დახმარების მანქანები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საშუალებები - ნიღბები, გაზის საწინააღმდეგო ნიღბები, მედიკამენტები. ასევე დამცავი აღჭურვილობა ექიმებისა და მაშველებისთვის, რომლებიც მუშაობენ დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა კლიჩკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო