რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში მდებარე წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის დირექტორს შეხვდნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს თანამშრომლები ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში მდებარე წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის დირექტორს, მორჩილ თეა სხირტლაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები დაინტერესდნენ ინტერნატში არსებული ვითარებით. სკოლა ინტერნატში 185 ბავშვი სწავლობს. სააგენტოს თანამშრომლებმა ინტერნატის მოსწავლეებს საჩუქრად 25 ტანსაცმლის ყუთი გაუგზავნეს. მორჩილმა თეა სხირტლაძემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს დახმარებისა და თანადგომისთვის.

ასევე, ერთი თვის წინ სააგენტოს თანამშრომლები დედოფლისწყაროს ეწვივნენ და სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებს სასაჩუქრე ყუთები ჩაუტანეს. საქველმოქმედო აქციები გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა