გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, დაგმონ “მოღალატეობრივი პროპაგანდა“, თითქოს „ზელენსკიმ თავისი ერი დაღუპა”

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებას“ მიმართვს, იმ შემთხვევაში თუ პრორუსულ პროპაგანდას არ ეწევიან, საჯაროდ დაგმონ იმ „ადამიანების მოღალატეობრივი პროპაგანდა“, რომლებიც ამბობენ, რომ „ზელენსკიმ უკრაინა დაღუპა“.

გიგა ბოკერიას თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნეიტრალიტეტზე საუბრობს, საუბარია უკრაინისთვის გარანტიებზე როგორც აშშ-სგან, ასევე ნატოს სხვა წევრი ქვეყნებისგან.

„მაშინ, როდესაც ზელენსკი ნეიტრალიტეტზე საუბრობს, მაგრამ იქვე აზუსტებს, რომ საუბარია ორმხრივ გარანტიებზე უკრაინისთვის აშშ-სგან ან ნატოს სხვა წევრი ბირთვული სახელმწიფოსგან, ეს მისი სიტყვებია და აქ გასაგებია ის, რას გულისხმობს, თუ ნატო-ში ჯერ პროცესი ვერ მიდის წინ, ასეთი გარანტიები უნდა მივიღოთო. ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა, ძალიან ცნობილი ფიგურების მიერ წარმოებული, სულ სხვა კონტექსტზეა, რომ, თურმე ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა. ანუ პუტინთან წინააღმდეგობა, თურმე შეცდომაა და თურმე ეს მსხვერპლი არის იმათ სინდისზე, ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავს - უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზეა საუბარი, ზელენსკიზე. ზუსტად ის გზავნილი აქვთ რაც დღეიდან ხელისუფლებაში მოსვლისას ჰქონდათ და რასაც აგრძელებენ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლების ბრალია, როცა მტერი შემოგესევა, იმიტომ რომ უნდა დანებდე, ეს არის აქ კონტექსტი, ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ისინი ამ აბსურდულ პროპაგანდაში გვხვევენ ყველას, რომ თან ოპოზიციას აბრალებენ, თქვენ დაიწყეთ ნიეტრალიტეტზე საუბარიო, თან სოციალურ მედიაში და არამარტო ამ შიშზე დაფუძნებულ პროპაგანდას ეწევიან, ჩვენ უნდა ვთხოვოთ მედიას, მათ შორის სადაც შანსი იქნება, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით დააფიქსირონ მათი პოზიცია. თუ ესენი არ არიან მათი პროპაგანდის ორგანოები, რატომ ვხედავთ მათ ყველა პროპაგანდისტულ ორგანოს სატელევიზიო ეთერში?! რატომ არის მათი გზავნილები თანხვედრაში ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან ყოველთვის? კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ ვიმეორებ, რატომ არ გმობენ ამ კონკრეტულ ფიგურებს, რომლებიც აი ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივ პროპაგანდას ეწევიან - რომ ხალხო ამათ ომი უნდათ, ნეიტრალიტეტს იმიტომ დათანხმდა ზელენსკი, რომ სისულელე ქნა, დაღუპა თავისი ერი და აქედან ჭკუა უნდა ვისწავლოთ, თურმე ჩვენ და დავნებდეთ წინასწარ, მერე კადიროვის საბოგინო გავხდეთ, აი ამას ქადაგებენ და თქვან, რომ ეს მტრობაა საქართველოსი. თქვან იმ სპიკერებმა, მდინარაძე თუ ვინც ჰყავთ, მრავალსახეობა რომ ჰყავთ ერთი სახისა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა