შარლ მიშელი - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ვლადიმერ პუტინის დამარცხება, ეს უნდა იყოს საერთო მიზანი

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამარცხება - ეს უნდა იყოს საერთო მიზანი,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შარლ მიშელის განმარტებით, ეს უსაფრთხოების საკითხია როგორც ევროპის მომავლისთვის, ასევე მსოფლიოს მომავლისთვის.

ამასთანავე, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24-25 მარტს ჩანიშნულ ევროპის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთხელ ესაუბრა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებს, რათა მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასა და მოლაპარაკების პროცესში დახმარებოდა.

„ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან დარწმუნებულები არ ვართ, რომ რუსეთი გულწრფელია, ჩვენ გულუბრყვილოები არ ვართ - ჩვენ ვფიქრობთ ისინი ცდილობენ უკრაინის სამხედრო ძალა დაასუსტონ, რათა მოლაპარაკებებზე მათი პოზიციები გაძლიერდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა მივცეთ პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი სანქციების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ამ მიმართულებით გონივრულად უნდა იმოქმედოს.

„ჩვენ უპრეცედენტო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად. ჩვენი სანქციები მიმართულია როგორც ოლიგარქებისკენ, ასევე რუსეთის ეკონომიკური სექტორისკენ. მაგრამ, ჩვენთან არსებული ვითარება განსხვავდება ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ვითარებისგან თუნდაც გაზისა და ნავთობის მიმართულებით, ჩვენ უფრო მეტად დამოკიდებულები ვართ რუსეთზე ევროპაში, შტატებთან შედარებით. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად - ჩვენი სამიზნე რუსეთია, მიზანია, რომ სანქციები მტკივნეული იყო რუსეთისთვის და არა ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის დონეზე დავიცვათ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, იმისთვის რათა შევძლოთ უკრაინის დახმარება და მივიღოთ მტკივნეული ზომები რუსეთის წინააღმდეგ“,- განაცხადა მიშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა