იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება სრულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს

ნატოს მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება ცალსახად მიუღებელი იქნება და „სრულიად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს“ უკრაინაში.

ბრიუსელში ნატოს სამიტამდე სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენდმივანმა აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნება „საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა".

ამასთან, სტოლტენბერგმა ჩინეთი დაადანაშაულა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და "უხეში სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში" და თქვა, რომ შეჭრაში პეკინის როლი სამიტზე იქნება განხილული.

სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთმა ეჭვქვეშ დააყენა დამოუკიდებელი ქვეყნების უფლება აირჩიონ საკუთარი გზა და დასძინა, რომ ალიანსი შეშფოთებულია, რომ ჩინეთს შეუძლია გაუწიოს „მატერიალური მხარდაჭერა რუსეთის შეჭრისთვის“.

სტოლტენბერგმა მოითხოვა, რომ ბელორუსმა ასევე უნდა შეწყვიტოს "პუტინის შეჭრაში თანამონაწილეობა" და გააფრთხილა, რომ ხვალინდელ სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება "შედეგები".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა