იენს სტოლტენბერგი - ველი, რომ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის გამო რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა

ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის გამო რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, - ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატოს გენმდივნის თქმით, ნატო ამ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს.

„ევროკავშირთან ერთად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაცვაში“, - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა პრესკონფერენციაზე.

ნატოს რიგგარეშე სამიტამდე ერთი დღით ადრე, სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრა “სასტიკი“, ხოლო ადამიანთა ტანჯვის ხილვა “შემზარავი და მტკივნეულია”.

„ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ და არ გახდება კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის”, - დასძინა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი ძირეულად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას, სადაც ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო მზად არიან გამოიყენონ ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა