Bloomberg - პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან წავიდა

პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო თანამდებობა დატოვა, - აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

​გავლენიანი გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთი დატოვა.

Bloomberg-ი აღნიშნულ ინფორმაციას ორ სანდო პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბიზნეს გამოცემის თანახმად, ჩუბაისმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო - -ის ცნობით, ჩუბაისი გახდა კრემლთან დაახლოებული უმაღლესი რანგის პირველი წარმომადგენელი, რომელიც უკრაინაში შეჭრის კრემლს გაემიჯნა.

66 წლის ჩუბაისი 1990-იანი წლებიდან რუსეთის ეკონომიკური რეფორმატორებიდან ერთ-ერთია, რომელიც ვლადიმირ პუტინის მთავრობაში დარჩა და, ამავდროულად, მჭიდრო კავშირები ჰქონდა დასავლელ ოფიციალურ პირებთან. Bloomberg-ის ცნობით, ჩუბაისი ცნობილია, როგორც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში რუსეთში პრივატიზაციის „არქიტექტორი“. გამოცემის თანახმად, ჩუბაისი პუტინის ხელისუფლებაში მოსვლას თავიდანვე მხარს უჭერდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა