ნინო წილოსანი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ელგუჯა მელაძეს და ასოციაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.

„დღეს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს მათივე თხოვნით შევხვდით. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომლებიც ფერმერების და აგრომიმართულებით მწარმოებლების ინტერესებს ეხება. საუბრის ძირითადი თემა აღნიშნულ სფეროში არსებული საკანონმდებლო რეალობა და მათი მხრიდან შემოთავაზებული ინიციატივები იყო. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე საკანონმდებლო ინიციატივების განხილვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს