ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პარლამენტს - როგორ შევაჩეროთ ეს ომი? - პაზლების ნაწილი, რომლისგანაც შედგება პასუხი, სწორედ თქვენ ხელთ არის

საფრანგეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს მოუწოდა უკრაინაში მშვიდობის დაბრუნებაში დაეხმაროს, პარლამენტის წევრებს კი სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ უკრაინელებისთვის, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიღუპნენ.

მისი თქმით, ყველას კარგად მოეხსენება, ვინ არის იმაში დამნაშავე, რაც ახლა ხდება მის სახელმწიფოში.

„მოგმართავთ სამართლიანებს, მამაცებს, რაციონალურებსა და თავისუფლებისმოყვარულებს. მოგმართავთ კითხვით, როგორ შევაჩეროთ ეს ომი, როგორ დავაბრუნოთ მშვიდობა ჩვენ სახელმწიფოში? პაზლების დიდი ნაწილი, რომლისგანაც შედგება პასუხი - სწორედ თქვენ ხელთ არის, ჩვენ ხელშია. 9 მარტს რუსეთმა ავიაბომბები ჩამოაგდო ბავშვთა საავადმყოფოზე და სამშობიარო სახლზე ქალაქ მარიუპოლში. ეს იყო მშვიდობიანი ქალაქი უკრაინის სამხრეთით. აბსოლუტურად მშვიდობიანი, ვიდრე მას რუსეთის ჯარები არ მიუახლოვდნენ და ალყაში მოაქციეს, როგორც შუა საუკუნეებში, ვიდრე არ დაიწყეს ადამიანთა შიმშილით, წყურვილით მოკვლა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, იმ სამშობიარო სახლში, რომელზეც რუსებმა ბომბი ჩამოაგდეს, ქალები იყვნენ, რომლებიც დედობისთვის ემზადებოდნენ. ერთ შემთხვევაში კი ტერფის ამპუტაცია გახდა აუცილებელი.

„კიდევ ერთ ქალს ჰქონდა მენჯის მოტეხილობა. მისი ბავშვი დაბადებამდე დაიღუპა. ქალის გადარჩენას ეცადნენ, მაგრამ ის ექიმებს სიკვდილს სთხოვდა, ევედრებოდა, მიეტოვებინათ, არ აღმოეჩინათ მისთვის დახმარება, რადგან არ იცოდა, რისთვის უნდა ეცოცხლა. უკრაინაში, ევროპაში 2022 წელს, ასობით მილიონი ადამიანი არც კი უშვებდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ასე ჩამოიშლებოდა მსოფლიო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა