ირაკლი ბერაია ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, დევიდ კეტლერს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, დევიდ კეტლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ ალიანსის წარომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მხარეებმა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ეროვნული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ბერაიამ სტუმართან საუბარში ხაზი გაუსვა საქართველოს ალიანსში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებას და აუცილებლობას. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა