ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პარლამენტს - ერთად მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ვაიძულოთ რუსეთი, ეძებოს მშვიდობა

საფრანგეთის ლიდერობის პერიოდში ველოდებით, რომ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მიღებული იქნება ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ველოდებით საფრანგეთისგან, თქვენი ლიდერობისგან, რომ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ეს ჩვენ ერთად შეგვიძლია. თუკი დამსწრეთაგან არის ისეთი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, სამაგიეროდ თქვენი ხალხი უკვე დარწმუნებულია, ისევე როგორც ევროპის დანარჩენი ერები. და რომ საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს მიღებული იქნება დიდი ხნის წინ მომწიფებული ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში უკრაინის სრულფასოვან წევრობაზე. ისტორიული გადაწყვეტილება ისტორიულ დროს, როგორც ეს ყოველთვის იყო ფრანგი ხალხის ისტორიაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან გაიხსენა, რომ 2019 წელს არსებობდა „ნორმანდიული ფორმატი“ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც უნდა დაესრულებინა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც უკვე 8 წელია გრძელდება. საფრანგეთი კი ერთ-ერთია იმ ოთხ სახელმწიფოს შორის, ვინც ამ ფორმატში მონაწილეობს.

“როდესაც მოლაპარაკებები იძლეოდა შედეგს, როდესაც შევძელით ადამიანების ტყვეობიდან გათავისუფლება, როდესაც შევძელით ზოგიერთი გადაწყვეტილების შეთანხმება 2019 წლის დეკემბერში, ეს იყო ახალი ჰაერის ნაკადი, იმედი იმისა, რომ რუსეთთან საუბრებს შეეძლო დახმარება. თუმცა, დადგა 24 თებერვალი, დღე, რომელმაც გადახაზა ყველა ძალისხმევა, გადახაზა სიტყვა „დიალოგის“ ძველი მნიშვნელობა, გადახაზა ევროპის რუსეთთან დიალოგის გამოცდილება, ევროპის ათწლეულების ისტორია. ეს ყველაფერი დაიბომბა, დაამსხვრია რუსეთის არტილერიამ, დაიწვა რუსეთის რაკეტების მიერ“ , - განაცხადა ზელენსკის.

მისი თქმით, ამიერიდან თავისუფლებისთვის ბრძოლა ბრძოლის ველზე უწევთ.

„თანამედროვე თავისუფლებას, რომელიც ერთია პარიზისა და კიევისთვის, მადრიდისა და რომისთვის, ბრიუსელისა და ბრატისლავასთვის, ახალი ჰაერის ნაკადი უკვე ვეღარ უშველის. აზრი აქვს ერთად ბრძოლას, ერთად მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ვაიძულოთ რუსეთი, ეძებოს მშვიდობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მადლობელია საფრანგეთის დახმარების და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ძალისხმევის.

„უკრაინელები ხედავენ, რომ საფრანგეთი აფასებს თავისუფლებას და თქვენ ყოველთვის იცავთ მას, გახსოვთ, რა არის თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. ამიტომ ველოდებით საფრანგეთისგან, თქვენი ლიდერობისგან, რომ შეძლებთ ისე გააკეთოთ, რომ რუსეთი ეძებდეს მშვიდობას, რათა დაასრულოს ეს ომი თავისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც ევროპამ გააკეთა ერთობისთვის“ , - განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს