ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გამოიყენებს „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს შეხვედრებს უკრაინისთვის თავდაცვითი და ლეტალური დახმარების არსებითად გაზრდის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„პრემიერ - მინისტრმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, გამოიყენოს „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს ხვალინდელი შეხვედრები ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის გასაძლიერებლად და იმუშაონ პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური დახმარების არსებითად გაზრდის შესახებ. ლიდერების მიზანი იქნება, დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნები და უზრუნველყონ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეკავოს მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია მიმდინარე მსოფლიო მოლაპარაკებებში“, - განაცხადა პრემიერის წარმომადგენელმა ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

აღნიშნული საუბრის დროს, ჯონსონმა დაადასტურა თავისი აღფრთოვანება უკრაინის შეიარაღებული ძალების მამაცობისა და წარმატების გამო, რომელიც რუსეთის აგრესიას იგერიებს.

„ზელენსკიმ განაცხადა, რომ საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა, მათ შორის მარიუპოლის ალყაში მოქცევა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას მოითხოვს“, - განაცხადა პრემიერის ოფისის წარმომადგენელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა