ნათია მეზვრიშვილი - ოპოზიციას არ უნდა უხაროდეს, როდესაც ხელისუფლებას "ფეხი უცდება", რადგან ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით

ოპოზიციას არ უნდა უხაროდეს, როდესაც ხელისუფლებას "ფეხი უცდება", რადგან ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ოპოზიცია თავის განცხადებებს და ნაბიჯებს უნდა უკვირდებოდეს.

„ვინც არ მოსწონთ ყველას მტერს ეძახიან, ვინც არ იზიარებს ამ ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს და განცხადებებს, ყველას ეძახიან ქვეყნის მოღალატეს, ყველას ეძახიან „ნაციონალურ მოძრაობას“, ვხედავთ რით არიან დაკავებული ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ელაპარაკონ.

პირველი, რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს და ჩვენ ამას ვაკეთებთ, არ უნდა უხაროდეს როდესაც ხელისუფლებას ფეხი უცდება იმიტომ, რომ ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ოპოზიცია თავის განცხადებებს და ნაბიჯებს უნდა უკვირდებოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მისი პასუხისმგებლობაც არის. ოპოზიცია დღეს მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ თუ ცუდია ხელისუფლება, ეშლებათ, გამიზნულად აკეთებენ თუ არაკომპეტენტურობით აკეთებენ, მოდი იქნებ ჩვენ გამოვასწოროთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ მიზეზს აძლევს ხალხის ნაცვლად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ილაპარაკოს.

„მე არ ვიცი ოპოზიციის რომელი წარმომადგენლები უწოდებენ მე-5 კოლონას ხელისუფლებას, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, არც მაშინ გავაკეთებდით. ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხდება შიდა ომების გაჩაღება, ნაცვლად კონსოლიდაციისა, რასაც „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს. საერთო საფრთხე გვემუქრება, რეგიონში ომია, გარე საფრთხე გვემუქრება და წესით მის ირგვლივ უნდა ვიყოთ გაერთიანებული, ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ შიდა პოლიტიკური ველი ასეთ სიტუაციაშიც კი ერთმანეთთან დაპირისპირების საგნად აქცია.

ყოველდღიურად ბრიფინგს უძღვნიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვას. ამით იწყება ბრიფინგი და ამით მთავრდება. პარალელურად „ნაციონალური მოძრაობაც“ არ იქცევა სწორად. გამოდის მიხეილ სააკაშვილი და აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც მიზეზს აძლევს „ოცნებას“ ხელს უწყობს, რომ ნაცვლად იმისა მოქალაქეებს ელაპარაკოს „ოცნება“, ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა