კიევში დაბომბვას The Insider-ის ჟურნალისტი ემსხვერპლა

The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვას ემსხვერპლა.

გამოცემის თანახმად, ჟურნალისტი უკრაინის დედაქალაქში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

„The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა სარედაქციო დავალების შესრულების დროს, კიევის დაბომბვისას გარდაიცვალა. ის კიევის პოდოლსკის რაიონში რუსეთის ჯარის დაბომბვის შედეგად გამოწვეულ ნგრევებს იღებდა და მორიგ სარაკეტო დაბომბვაში მოჰყვა. The Insider-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოქსანას ახლობლებსა და ნათესავებს“, - წერია გამოცემის განცხადებაში.

გამოცემის ინფორმაციით, The Insider-ში მუშაობის დაწყებამდე ოქსანა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ საქმიანობდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ორგანიზაცია კრემლმა „ექსტრემისტულად“ გამოცხადდა, ჟურნალისტი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მან ლვოვიდან და კიევიდან რამდენიმე რეპორტაჟის მომზადება მოასწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო