Renault-მა ​მოსკოვში წარმოება შეაჩერა

ავტომობილების მწარმოებელმა ფრანგულმა Renault-მა განაცხადა, რომ მოსკოვის ქარხანაში მუშაობას კიდევ ერთხელ აჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ Renault-სა და სხვა ფრანგულ კომპანიებს მოუწოდა, დაეტოვებინათ რუსეთი, როდესაც მან საფრანგეთის პარლამენტს ვირტუალურ რეჟიმში მიმართა.

,,მათ უნდა შეწყვიტონ ქალებისა და ბავშვების მკვლელობების დაფინანსება", - განუცხადა ზელენსკიმ ფრანგ დეპუტატებს.

Renault-მა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამუშაოების შეჩერების შემდგომ, მიმდინარე კვირაში, მოსკოვში მუშაობა განაახლა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კომპანია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეასრულებდა.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ,,ტვიტერის" გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც კულებამ განცხადებაში აღნიშნა, იგი მიესალმება Renault-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

,,მივესალმები Renault Group-ის განცხადებას, რუსეთში სამრეწველო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. პასუხისმგებლიანი ნაბიჯია, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ მიმდინარე ბარბაროსული აგრესიის ფონზე", - წერს კულება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს