ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს 24 მარტს, რუსეთის შეჭრის ერთი თვის თავზე, აქციების გამართვისკენ მოუწოდებს - რუსეთმა ომი თავისუფლების წინააღმდეგ დაიწყო, ეს მხოლოდ დასაწყისია - გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მსოფლიოში ხალხს რუსეთის შეჭრის ერთი თვის თავზე, საჯარო პროტესტისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ყველა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ადამიანი, თავისუფლება, მშვიდობა და უკრაინა მნიშვნელოვანია.

,,რუსეთის ომი არ არის ომი, მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. რუსეთმა ომი თავისუფლების წინააღმდეგ დაიწყო. ეს მხოლოდ დასაწყისია რუსეთისთვის. რუსეთი ცდილობს, ევროპის ევროპის ყველა ადამიანის თავისუფლება დაამარცხოს, მსოფლიოს ყველა ადამიანის თავისუფლება. ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ მხოლოდ უხეშ და სასტიკ ძალას აქვს მნიშვნელობა. მსოფლიომ რუსეთი უნდა შეაჩეროს, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. უკვე ერთი თვე, ამდენი ხანი. ეს მე და ყველა უკრაინელს, პლანეტის ყველა თავისუფალ ადამიანს გულს გვწყვეტს. გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში, გახადე საკუთარი თავი შესამჩნევი, თქვით, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, თავისუფლება მნიშვნელოვანია, მშვიდობა მნიშვნელოვანია, უკრაინა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზელენსკიმ კიევის ქუჩიდან ვიდეომიმართვაში.

ინფორმაციისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 მარტს, გამთენიისას შეიჭრა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს