მედია - დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ 6000 რაკეტის გაგზავნას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, კიდებ 6000 რაკეტის გაგზავნას გეგმავს, რათა მათ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის ფონდიდან, 25 მილიონ ფუნტს გამოყოფს, რათა უკრაინელი ჯარისკაცებისა და მფრინავების, რომლებიც რუსეთთან იბრძვიან, ანაზღაურების უზრუნველყოფის საკითხში დახმარება გაწიონ.

პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ბრიუსელის ხვალინდელი ვიზიტის წინ, დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინაში, ,,თავისუფლების შენარჩუნებას".

,,ვლადიმერ პუტინი უკრაინაში უკვე მარცხდება. უკრაინელმა ხალხმა, არაპროვოცირებული თავდასხმების ფონზე, თავი გამოიჩინეს, საკუთარი სამშობლოს დასაცავად", - განაცხადა ჯონსონმა.

მათივე ინფორმაციით, ჯონსონი შეუერთდება ნატოსა და ,,დიდი შვიდეულის" ლიდერებს, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხი განიხილონ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს