BBC  - რუსეთმა  ხიდი გაანადგურა, რითიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტი გაწყვიტა  ჩერნიგოვსა და  კიევს შორის

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა, მდინარე დესნაზე საკვანძო ხიდი გაანადგურა, რითიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტი გაწყვიტა ქალაქ ჩერნიგოვსა და დედაქალაქ კიევს შორის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, ხიდი ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა.

,,ქალაქს არ აქვს ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და პრაქტიკულად, არ არის გაზი, ინფრასტრუქტურა კი განადგურებულია", - განაცხადა დენისოვამ.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებას კვლავ განახორციელებენ და გამარჯვების შემდეგ, ახალი ხიდი აშენდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა