ნიკა მელია - ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი - გმირი ვაჟკაცები უკრაინაში იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები დაეცვათ

დიახ, ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი და გმირი ვაჟკაცები უკრაინაში იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები დაეცვათ, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის აეროპორტში განაცხადა.

მელიას თქმით, იგი გმირებისთვის პატივის მისაგებად, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და როგორც ქართველი, მივიდა.

,,როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, როგორც ქართველი, ვარ აქ იმისათვის, რომ გმირებს პატივი მივაგო. გმირებისთვის პატივის მისაგებად ვარ აქ, როგორც მე, ასევე უამრავი ქართველი და ვამაყობ გიორგით, ვამაყობ დათოთი, ვამაყობ მათი მშობლებით, მათი ოჯახის წევრებით. დიახ, ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი და გმირი ვაჟკაცები უკრაინაში იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები დაეცვათ და იქ შეეკაცებინათ ყველაზე აგრესიული, სასტიკი მტერი, რუსეთის ფედერაციის სახით. ნათელში ამყოფოს მათი სული", - განაცხადა მელიამ

შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, უკრაინა-რუსეთის ომში, რუსეთის მიერ დაბომბვებს შეეწირნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი