ნატოში აშშ-ს ელჩი - ნატო ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში 4 დამატებითი  ჯგუფის განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს

ნატოში აშშ-ს ელჩის, ჯულიან სმიტის განცხადებით, დღეს ნატოს ლიდერების სამიტზე უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში ოთხი დამატებითი საბრძოლო ჯგუფის განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე გამოსვლისას სმიტმა თქვა, რომ ნატო მსჯელობს მის აღმოსავლეთ ფლანგზე მისი საშუალო და გრძელვადიანი ძალების ყოფნის შესახებ.

„ჩვენ მოგვიწევს განვახორციელოთ მუდმივი შეფასებები ჩვენი ძალების პოზიციის შესახებ. ჯერ კიდევ საკითხავია თუ როგორ აღიქვამს ალიანსი ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელ აქტს, რომელსაც ნატოს მოკავშირეების აზრით, რუსეთი „აშკარად არღვევს“, -განაცხადა ჯულიან სმიტმა.

სმიტმა განაცხადა, რომ პოლონეთის წინადადება ნატოს სამშვიდობო მისიის შესახებ უკრაინაში არაეფექტური ნამდვილად არ არის, მაგრამ არის ბევრი „ღია კითხვა“ და „მოკავშირეებს სურთ მეტი იცოდნენ იმაზე, თუ რას სთავაზობს მათ აქ პოლონეთი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო