სუმის ჯანდაცვის დეპარტამენტი - რუსული მხარე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის

რუსული მხარე დაღუპულთა ცხედრებს ყურადღებას არ აქცევს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სუმის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანატოლი კოტლიარმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს.

„ისინი მეორე მხარეს არ სჭირდებათ. გარდაცვლილები არ მიჰყავთ. ისინი ჩვენთან რჩებიან, რაც საფრთხეს, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს", - აღნიშნა კოტლიარმა.

მისი თქმით, უსაბუთო ცხედრების იდენტიფიცირება რთულია.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი მებრძოლების გვამების შესანახად 10 მაცივარია შეკვეთილი, თუმცა ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის გადაკეტვის გამო ისინი ჯერ არ მიუტანიათ. ცხედრების უმეტესობა რუსეთს ბელარუსში გადააქვს, სადაც ვაგონებში ათავსებენ და რკინიგზით სახლში აგზავნიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო