მიხეილ ჩხენკელი 198-ე საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის №198 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს შეხვდა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 198-ე საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების კუთხით, რაც მოზარდების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილ ჩართულობასა და მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს.

მიხეილ ჩხენკელი სწავლა-სწავლების პროცესში დაგეგმილ არაფორმალურ აქტივობებსაც დაესწრო. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სახელოვნებო წრეებში, სპორტულ და არტ-თერაპიის კლუბებში. მინისტრმა მოსწავლეების მიერ შექმნილი სუვენირები, ნახატები და მაგნიტური ფიგურები დაათვალიერა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პარაორკესტრის მუსიკალური შესრულებაც მოისმინა.

მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, სკოლა საგნობრივი კათედრის წევრების, სპეციალისტებისა და სპეციალური მასწავლებლების ჩართულობით ქმნის და სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს ილუსტრირებულ, ადაპტირებულ ალბომებს, პოზიტიური ისტორიების კრებულსა და სხვა ელექტრონულ რესურსებს.

თბილისის №198 საჯარო სკოლაში განათლებას იღებს და დამატებითი მომსახურებით სარგებლობს 200-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. აკადემიური, კოგნიტიური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი, ძერწვისა და ხატვის სახელოვნებო წრეები, ფსიქო-სოციალური და STEAM ლაბორატორია. სკოლა მოსწავლეებს არაერთ დამატებით მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: მუსთერაპიას, არტთერაპიას, შრომისა და მეტყველების თერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, ინდივიდუალური ასისტენტის მომსახურებას, ფსიქოლოგის კონსულტაციას, ტრანსპორტირებასა და კვებას.

სკოლა სრულად მორგებულია თითოეული მოზარდის საჭიროებაზე, მოწყობილია პანდუსები, ფუნქციონირებს სპეციალური ლიფტი.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი