რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში - რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება

რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, თუ რუსეთს თავს დაესხმება ნატო, რატომაც არა, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა“, - დასძინა რუსმა დიპლომატმა.

როგორც პოლიანსკიმ აღნიშნა, რუსეთისადმი მუქარა სწორი არ არის სწორი. „ასე, რომ როცა საქმე გაქვს ბირთვულ ძალასთან, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინო ყველა თქვენი ქცევის შესაძლო შედეგი".

შეგახსენებთ, მანამდე კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვულ ღილაკს ხელი დააჭიროს, თუ იგრძნობს, რომ ქვეყანა "ეგზისტენციალური" საფრთხის წინაშე დგას.

გარდა ამისა, ელჩის მოადგილემ უარყო აშშ-ს მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადიან.

”მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს ჩავდივართ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მე იქ არ ვარ. თქვენ იქ არ ხართ. თქვენ ბევრ ვიდეოს უყურებთ, რომელიც ითვლება ყალბ ამბებად. თქვენ ერთი რაღაცის გჯერათ, მე - მეორის“,- აღნიშნა პოლიანსკიმ.

ჟურნალისტმა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილეს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გადაღებული ფოტოები აჩვენა, სადაც რუსული რაკეტებით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები და ვიწრო თხრილებში დამარხული უკრაინელი ბავშვების ცხედრებია ასახული, რაზეც პოლიანსკიმ უარი განაცხადა რუსეთის პასუხისმგებლობის აღიარებაზე.

მანვე განაცხადა, რომ უკრაინა თავად ესხმის თავს საკუთარ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი სამხედროები არ წარმოადგენენ საფრთხეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა