ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას იაპონიის მთავრობისგან სახანძრო სპეცტექნიკა გადაეცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო ავტო-კიბე გადაეცემა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ ტექნიკურ საშუალებას ქუთაისის სამმართველო მიიღებს, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქალაქის მასშტაბით მაღალსართულიან შენობებში სახანძრო-სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის.

უწყების ცნობით, სამსახურისთვის ავტო-კიბის გადაცემის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება „Arbeiter-Samariter-Bund საქართველოსა“ და იაპონიის საელჩოს შორის გაფორმდა. საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს იქნება იაპონელი მეგობრების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-6 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. მხარეებს შორის თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. იაპონიის მთავრობის დახმარებით სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები თბილისის, ბორჯომის, ბათუმის და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებისთვის, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა