საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 599 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 711-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.73% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 608 441-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 688 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 36, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 43, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 556 საიდანაც, 739 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 380, აჭარაში - 56, იმერეთში - 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 198 პირი, მათ შორის, თბილისში - 113, აჭარაში - 24, იმერეთში - 31. 18 817 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 24 მარტის კოვიდსტატისტიკა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი