თამარ გაბუნია - ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება - მოლოდინი გვაქვს, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება

ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება. გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისაა განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ეპიდვითარების სტაბილურობის მისაღწევად აქტიური ვაქცინაციაა საჭირო.

„ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია "ომიკრონის" შემთხვევაში სხვა ქვეყნებმა გაიარეს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ რისკები მთლიანად იხსნება. ევროპის ქვეყნებში ისევ გრძელდება აქტიური აქცენტი ვაქცინაციაზე, იმუნური ფენის შენარჩუნებაზე. სტაბილური გაუმჯებესება მიიღწევა თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას, ვაქცინაციის გზით მიღებულ იმუნიტეტს გავზრდით",- აღნიშნავს გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო