თამარ გაბუნია - სამწუხაროდ, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა აუთვისებელი დარჩა - ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტრო არ გააგრძელებს მუშაობას ვაქცინაციის კამპანიაზე, ეს პრიორიტეტულია

სამწუხაროდ, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა აუთვისებელი დარჩა - ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდში სამინისტრო არ გააგრძელებს მუშაობას ვაქცინაციის კამპანიაზე, ეს პრიორიტეტულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ყველაფერი კეთდება, რომ ვაქცინაციის პროგრამა შესრულდეს.

"სამწუხაროდ, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა აუთვისებელი დარჩა. ეს ვაქცინები ქვეყანამ შედარებით გვიან, დონაციის გზით მიიღო, ჩვენთვის რთული იყო დაგეგმვა ამ პირობებში. მოლოდინი და მოთხოვნა ვაქცინებზე პირველ ეტაპზე ძალიან მაღალი იყო, შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდში სამინისტრო არ გააგრძელებს მუშაობას ვაქცინაციის კამპანიაზე, ეს პრიორიტეტულია. ყველაფერი კეთდება, რომ ვაქცინაციის პროგრამა შესრულდეს",- აღნიშნავს გაბუნია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა