„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, პურის გაძვირება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და არც მომარაგებაში შეიქმნება პრობლემა

საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ფქვილი გაძვირდა, მაგრამ პურის გაძვირება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

როგორც დოლიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა ფქვილი, ამიტომ არასწორია მოლოდინი, რომ პურით მომარაგებაში პრობლემა შეიქმნება.

„რკინიგზით უნდა შემოვიდეს აზერბაიჯანის მხრიდან ფქვილით დატვირთული ვაგონები. ამიტომ ის, რომ ჩვენ შიმშილი გვემუქრებოდეს, ან წყვეტილობა და პრობლემა პურით მომარაგებაში, სწორი არაა. მინდა მოსახლეობა დავაწყნარო.

რაც შეეხება ფასებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო ხორბლის ფასმა კიდევ 40 დოლარით მოიმატა. 500 დოლარამდე ავიდა 1 ტონა ხორბლის ღირებულება, ეს ძალიან დიდი ციფრია. სახელმწიფოში არის გამოსავლის გზებზე ფიქრი, ანუ სადაზღვევო ღონისძიებებზე, როგორ მივაწოდოთ მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტი, პური. არა მარტო საქართველოში, პროცესები ძალიან მწვავედ დგას. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტიც კი გამოვიდა და სუბსიდირებაზე დაიწყო საუბარი. ევროპაში მიიღეს დადგენილება სასურსათო სუვერენიტეტის, გამოყვეს 5 მილიარდი ქვეყნების დახმარებისთვის, რათა ამ ქვეყნებმა სურსათის მიწოდების შეფერხება არ იგრძნონ“,- განაცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს