თენგიზ ფხალაძე - რუსეთმა ფასი არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც უნდა გადაიხადოს, აქედანაც უნდა მოეთხოვოს გასვლა

ქვეყნის დეოკუპაცია ის თემაა, რომელიც არათუ დღეს, არამედ ყოველდღიურად უნდა იყოს ყველაზე მაღლა საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, ვიდრე ეს დეოკუპაცია არ განხორციელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რომ უკრაინის საკითხთან საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის თემის მიბმა არაკეთილსინდისიერი ქმედება იქნება.

მისივე თქმით, დღეს უკრაინის თემამ გამოაღვიძა მსოფლიო და სწორედ ის დროა რუსეთს პასუხი მოეთხოვოს აბსოლუტურად ყველაფრისთვის, რაც მას გაუკეთებია, მათ შორის საქართველოში.

„დეოკუპაციის თემა ეს ის თემაა, რომელიც დღის წესრიგში ყოველთვის უნდა იდგეს. მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი ამის გარეშე. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მტკივნეული თემა. ამის გარეშე ქართული საშინაო და საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი წარმოუდგენელია. დღეს, როდესაც მთელი მსფოლიო ლაპარაკობს რუსეთის უკანონო ქმედებებზე სხვა სახელმწიფოების მიმართ, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში უნდა იყოს საუბარი რუსეთის უკანონო ქმედებებზე საქართველოსთან მიმართებით. ასევე, როცა საუბარია იმაზე რუსეთს უნდა მოეთხოვოს პასუხი, მან გაიყვანოს თავისი ჯარები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი უკანონოდ დგანან, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში საქართველოც უნდა იგულისხმებოდეს, ისევე როგორც იმ კონტექსტში, რომ მან უნდა წაიღოს ე.წ. აღიარება. ეს ის თემაა, რომელიც არათუ დღეს, არამედ ყოველდღიურად უნდა იყოს ყველაზე მაღლა საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, სანამ ეს დეოკუპაცია არ განხორციელდება.

დღეს უკრაინის თემამ გამოაღვიძა მსოფლიო და სწორედ ის დროა რუსეთს პასუხი მოეთხოვოს აბსოლუტურად ყველაფრისთვის, რაც მას გაუკეთებია, მათ შორის საქართველოში. ეს არის დღევანდელ დღეს აუცილებელი, რომ ამ საერთო დღის წესრიგში საქართველოს თემა მაქსიმალურად იყოს აქტუალური. რუსეთმა ფასი არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც უნდა გადაიხადოს აქედანაც უნდა მოეთხოვოს გასვლა“, - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით საკუთარ მოწოდებებში უფრო მკაცრი, ფხალაძის თქმით, „მას არ ესმის ამაზე თავის შეკავება“.

„შეუძლებელია ქვეყანას ჰქონდეს პოლიტიკური დღის წესრგი ამის გარეშე, ამ საკითხში უნდა ვიყოთ სუპერ აქტიურები“, - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით. როგორც შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკის გააქტიურება მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს