პარლამენტთან მოძრაობა "მწვანეების” ორგანიზებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანეების” ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა. მათ ადგილზე უკრაინის დროშა გაშალეს, რომელიც ყვითელი ყვავილებით მორთეს და 9 აპრილის მემორიალთან განთავსებული უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოსურათები გვირგვინით შეამკეს.

ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ ყუთი განთავსდება, რომელშიც უკრაინის მოქალაქეებისადმი საქართველოს მოქალაქეების მიერ დაწერილი წერილები შეგროვდება და გაიგზავნება. ადგილზე დღის განმავლობაში უკრაინის ჰიმნი და უკრაინული სიმღერები გაჟღერდება.

,,დღეს ზუსტად 1 თვე შესრულდა რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. საქართველოს მოქალაქეები ისევე განვიცდით ამ მძიმე ტრაგედიას როგორც თავად უკრაინელები. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები უკრაინელების მხარდასაჭერად, ამიტომ ისევ მოქალაქეებს გვიწევს უკრაინელების გვერდით დგომა”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოფო შუბითიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა