რომეო მიქაუტაძე - მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების საქართველოში წარმოების დაწყებას

საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმის გაფორმდა. ხელმოწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა და ხელი მოაწერეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, აგრეთვე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ასევე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან. ახალი საწარმო „დელტას“ სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დაინტერესებულ ბიზნესწრეებთან.

„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქარის ენერგეტიკას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტზე, რომელთა დასრულების შემდეგაც საქართველოს ენერგობალანსში ქარის ენერგეტიკის წილი გაიზრდება. ამდენად, ჩვენ მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების წარმოების დაწყებას. მითუფრო, როდესაც პროექტის პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს საქართველოს უმსხვილეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრში „დელტა“, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალი პერსონალითა და თანამედროვე მანქანა - დანადგარებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო