თსსუ-ის თეატრმა „ჰიგიამ“ საიუბილეო თარიღი რუსთაველის თეატრის სცენაზე აღნიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა „ჰიგია“ საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„2022 წლის 22 მარტი თეატრ „ჰიგიას“ 20 წლიანი მოღვაწეობის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერა. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპეკტაკლი „პატარა უფლისწული“ თსსუ-ის თეატრალურმა დასმა რუსთაველის თეატრის სცენაზე განსაკუთრებული ემოციებით ითამაშა, შედეგმაც არ დააყოვნა და დარბაზში მყოფმა მაყურებლმა მოყვარული მსახიობების წარმატება განსაკუთრებული ოვაციებით შეაფასა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ნაწარმოები რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ „ჰიგიას“ დამაარსებელმა ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წელს დაარსდა და ამ ორი ათეული წლის განმავლობაში საკუთარი ხელწერისა და დახვეწილი პროფესიონალური თვისებების შეძენა მოახერხა. მისი ისტორია მრავალ წარმატებულ სპექტაკლს ითვლის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო