ჯოზეფ ბორელი - რუსეთს არ სურს გამართოს მოლაპარაკებები, რაც მას სურს, ეს არის მიწების ოკუპაცია - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება

რუსეთის მთავრობას არ აქვს უკრაინაში მოლაპარაკებებით ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი, რადგან მისმა არიამ ვერ მიაღწია დასახულ სამხედრო მიზნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

“რუსეთს არ სურს დაჯდეს და გამართოს მოლაპარაკებები: რაც მას სურს, ეს არის მიწების ოკუპაცია. მას სურს მოლდოვას საზღვართან სანაპიროს დაკავება და უკრაინის ზღვიდან იზოლირება. მას ენდომება მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ, როდესაც ძლიერი პოზიცია გარანტირებული ექნება“, -განაცხადა ბორელმა.

Reuters-ის ცნობით, ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ის, რაც ისტორიას შექმნის, არის უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის უნარი“, -განაცხადა ბორელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო