რატი ბრეგაძე სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე - პენიტენციური სამსახური ნებისმიერ პატიმარზე გადაწყვეტილებას ღებულობდა, ღებულობს და მიიღებს მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ნებისმიერ პატიმართან მიმართებით გადაწყვეტილებას მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ.

“მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, ის ამ სამედიცინო გამოკვლევების შედეგებს გაეცნობა და შეუძლია შედეგები თავის ექიმებსაც გააცნოს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნებისმიერ პატიმართან მიმართებით გადაწყვეტილებას ღებულობდა, ღებულობს და მიიღებს, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, სააკაშვილი უკვე იყო გადაყვანილი შესაბამისი პროფილის სამოქალაქო კლინიკაში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა.

“როდესაც ვინმე საუბრობს, რომ თითქოს ვინმეს ადეკვატური სამედიცინო დახმარება არ აქვს, სააკაშვილი გაყვანილი იყო შესაბამისი პროფილის სამოქალაო კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა გამოკვლევები. გარკვეული სახის კვლევებზე მან უარი საკუთარი ნებით განაცხადა”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა