რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქი იზიუმი აიღო

რუსეთი აცხადებს, რომ მან კონტროლი მოიპოვა აღმოსავლეთ უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო ტელეარხი „როსია 24“ ავრცელებს.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესრულებას. 24 მარტის დილისთვის რუსეთის არმიის ნაწილებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.

თუმცა, ქალაქ იზიუმის უკრაინული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბრძოლები გრძელდება.

BBC-ის ინფორმაციით, იზიუმი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის მთავარ გზაზეა, რომელიც პოტენციურად საშუალებას მისცემს რუსეთის ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში დაუკავშირდნენ. ეს არის რეგიონალური ცენტრი ხარკოვის რეგიონში, სადაც დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობს და მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა