„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ პროექტის - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერას განაგრძობს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ორგანიზებული ლიტერატურული ბანაკი დაიწყო. ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდება სალექციო კურსი ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე.

კომპანიის ცნობით, ბანაკის ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი ლექციები.

„პროზაიკოსმა და ჟურნალისტმა, რუსუდან რუხაძემ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, რომელშიც იდეების გენერირებისა და თხრობის, ასევე, ტექსტის აგების ტექნიკაზე ისაუბრა. ლიტერატურის კრიტიკოსმა, ნიკა აგლაძემ ბანაკის მონაწილეებს 21-ე საუკუნის პროზისა და პოეზიის კრიტიკაზე მოუთხრო.

მომდევნო დღეებში, დაგეგმილია დრამატურგ ქეთი დევდარიანის ლექცია დრამატურგიის თავისებურების შესახებ. მწერალი დათო ტურაშვილი კი, ბანაკის მონაწილეებს ლიტერატურაში ომის თემასა და პროტესტის მნიშვნელობაზე ესაუბრება.

ბანაკის ფარგლებში კინოჩვენებები და დისკუსიები გაიმართება.

პროექტის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში აქტიურად ჩართვის წახალისებაა. ასევე, ამ პროცესში სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართვა და სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენა.

პროექტის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მონაწილეები შერჩეულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯიას“ მხარდაჭერით და USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის კონსულტაციების საფუძველზე.

პროექტს მასპინძლობს სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა